პროექტის შესახებ

 მიზანი:

ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის წითელი წიგნის გაცნობა ხალხისთვის, თუ როდის იყო გამოიცა წითელი წიგნი და რომელი ცხოველები და ფრინველები არის შეტანილი წიგნში. მაგალითად, შეგიძლია ვინმე აინტერესებს წითელ წიგნის შესახებ და ნახოს ჩვენი ბლოგი და მიიღონ ინფორმაცია. ამ ბლოგით ადამიანები შეძლებენ გაიცნონ წითელი წიგნი. ჩვენი ჯგუფი იქნება ძალიან მოხარული, თუ ცოტათი დავეხმარებით ხალხს.



წითელი წიგნი: გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

წითელი წიგნი-იშვიათად გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომარეობის მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისწო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი. საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი 1 ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი- მცენარეებს, III ნაწილი- არაორგანული ბუნების ძეგლებს. საქართველოში, შესაბამისი  კანონმდებლობით. 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საქართველოს  წითელი ნუსხის და წითელი წიგნის.

კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს  წითელი ნუსხის და წითელი წიგნის  შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება.დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე  გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.



გადაშენების პირას მყოფი ცხოველები 

1. საქართველოს ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მის ტერიტორიაზე 3000 სახეობის ცხოველები ბინადრობს, მათგან 19 წითელ წიგნშია შესული, მათ შორისაა; ნიამორი, ქურციკი, კავკასიური, ირემი, ზოლებიანი აფთარი.

2. კავკასიური ანუ კეტილშობილი ირემი. არსებობს მისი რამოდენიმე ქვესაეობა. იკვებება მცენარეულობით, ცოცხლობს 20 წლამდე.

3. ქურციკი (ჯერიანი) ახლა გადაშენების პირისაა. მცირე აზიის, ამიერკვკასიის უდაბნოებში.  წარსულში საქართველოში ის გხვდებოდა ვარდაბანისა სა სამგორის.

4. ზოლებიანი აფთარი ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველია. ის ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, მე 19 საუკუნის ბოლოს საქართველოს მიდამოებამდე აღწევდა, ბინადრობდა მახათის მთაზე მარტყოფში.

5.  ნიამორი- შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი საქართველოში გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში. ბინადრობს ძნელად მისაგნობ, კლდიან ფერდობებზე. მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირისაა.

6. ჯიხვი, კავკასიის ენდემი, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არმოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, წითელ წიგნშია შეტანილი და აკრძალილია მასზე ნადირობა , ეს არის ზომის თხა ის გხვდება ლაგოდეხის, ყვარელის, მესტიის აფხაზეთის მთიან კავკასიონზე.



საქართველოს წითელი წიგნი

„საქართველოს წითელი წიგნის“ ელექტრონული ვერსია CENN-ის მიერ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელშეწყობით, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. წიგნში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ. მასში ასევე შეტანილია მაღალი ესთეტიკური და მეცნიერული ღირებულების ცოცხალი და არაცოცხალი (არაორგანული) ბუნების ძეგლები – დიდხნოვანი ხეები, გეომორფოლოგიური, გეოლოგიური და ჰიდროგრაფიული წარმონაქმნები, რაც „საქართველოს წითელ წიგნს“ განასხვავებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნების გამოცემებისაგან. „საქართველოს წითელი წიგნი“ 1982 წელს გამოიცა და ამჟამად ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ელექტრონულ ვერსიაში ტექსტი უმნიშვნელოდ არის შეცვლილი, საბჭოური პერიოდისათვის დამახასიათებელი ნომერკლატურული და სტილისტური ტენდენციების გათვალისწინებით. სახეობების სტატუსი განსაზღვრულია „საქართველოს წითელი ნუსხის“ და „საერთაშორისო წითელი ნუსხის“ მოთხოვნილებების შესაბამისად.

  საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი- მცენარეებს, III ნაწილი- არაორგანულ ბუნების ძეგლებს. საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით. 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საქართველოს წითელი ნულხის და წითელი წიგნის შესახებ. საქართველოს ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მის ტერიტორიაზე 3000 სახეობის ცხოველები ბინადრობს, მათგან 19 წითელ წიგნშია შესული, მათ შორისაა: ნიამორი, ქურცივი, კავკასიური ირემი, ზოლებიანი აფთარი.



No comments:

Post a Comment

პროექტის გეგმა